საუკუნის ყველაზე ცნობილი პანდემიები

Image

რა არის პანდემია?

 

პანდემია არის რომელიმე ახალი დაავადების გავრცელება მთელ მსოფლიოში, დაავადების მდგომარეობა, როდესაც ის სწრაფად ვრცელდება მოსახლეობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რაც ყველაზე ცუდი ფაქტია, ძირითადად ერთდროულად.

 

აღსანიშნავია,  რომ ეს ტერმინი ძირითადად ინფექციურ დაავადებებს ეხება (შავი ჭირი ან გრიპი), მას ხშირად იყენებენ სხვა დაავადებების შემთხვევაშიც, როგორებიცაა, კიბო, სიმსუქნე და რაიმეზე დამოკიდებულებაც კი.

 

74316_20200313USAcorona_1584133354667.jpg

 

 

გავიხსენოთ  საუკუნის ყველაზე ცნობილი და მომაკვდინებელი პანდემიები:

ესპანური გრიპი

 

1918 წელს ევროპაში გლობალური პანდემია დაიწყო. გრიპის ვირუსი ესპანეთიდან საფრანგეთში, ბრიტანეთში და იტალიაში გავრცელდა. ამ ყველაფერს ართულებდა ერთი რამ-მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების პარალელურად, ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.

 

ევროპაში ესპანური გრიპი დიდ ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს მოედო. ფრანგი ჯარისკაცების 1/4 და ბრიტანელი ჯარისკაცების ნახევარი ინფიცირდა. მაისში, გრიპი ჩრდილოეთ აფრიკაში და ინდოეთშიც გავრცელდა. 1918 წლის ივნისში კი ვირუსი ჩინეთსაც მოედო.

ყველაფერი, სამწუხაროდ, ამით არ დასრულებულა, ესპანური გრიპის მეორე ტალღა აგვისტოში დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის ვირუსმა მუტაცია განიცადა და ის გაცილებით უფრო მომაკვდინებელი იყო.

მართლაც, მუტირებული ესპანური გრიპი, ადამიანის ორგანიზმს ბევრად აგრესიულად უტევდა.

 

საერთო ჯამში 1918 წლის ესპანურმა გრიპმა 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.

 

 

1-9-1.jpg

აზიური გრიპი (H2N2)

 

ვირუსის შესახებ პირველი ცნობა 1957 წლის თებერვალში სინგაპურში გაჩნდა, ჰონგ-კონგში ვირუსი აპრილში შენიშნეს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო ზოლზე ვირუსის პირველი შემთხვევები ზაფხულში გამოვლინდა. ვირუსი ჩინეთსა და მთელ აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა.

 

download-2.jpg

 

მრავალი შემთხვევა გამოვლინდა ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულ ქალებში.

კრიზისი ვაქცინის სწრაფად შემუშავებამ შეაჩერა, თუმცა, აზიურმა გრიპმა მსოფლიო მასშტაბით 1,1

მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

  H1N1

 

ვირუსმა , რომელმაც  575 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა , რამდენიმე წლის წინ, 2009 წელს მსოფლიოს თავს 

დაატყდა. 2010 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.

ვირუსი ძირითადად ბავშვებსა და შუა ხნის პირებზე ვრცელდებოდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ უფროსი

ასაკის ადამიანებს წარსული გრიპის ვირუსების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ჰქონდათ.

 

1200px-H1N1_map_by_confirmed_cases.svg.png

 

 

 

 

 

 

 

 

 

Swine-Flu-Prevention-Tips-H1N1-Virus-Flu-is-Preventable-1-1.jpg

 

 

ცნობისთვის 2020 წლისთვის მსოფლიოში გავრცელებულია მხოლოდ ორი პანდემია — აივ/შიდსი და ახალი კორონავირუსული დაავადება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

 

 წყარო   livescience.com  , https://www.mphonline.org/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !