-
2014-03-07 17:35
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის წაკითვისას დიდ სიამოვნებას მიიღებენ, როგორც დაინტერესებული პირები, ასევე თურქული სერიალებისა და დეტექტივების მოყვარულები,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით,კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში ბევრი ჩახლართული თემაა და ფიგურირებენ დეპუტატებიც.
“ჩემი შთაბეჭდილება ისაა, რომ არა მარტო პოლიტიკოსები და ამ კუთხით დაინტერესებული მკითხველი, არამედ დეტექტიური რომანების მოყვარულები თუ გაეცნობიან ამას, დიდ სიამოვნებას მიიღებენ და მეტიც, თურქული სერიალების მოყვარეულებისთვისაც კი ძალიან საინტერესო დოკუმენტია, იმდენი ჩახლართული თემაა და ფიგურირებს როლების შემსრულებელები ჩვენი კოლეგებიც კი”, - განაცხდა უსუფაშვილმა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, მუშაობისას გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნები, რომლებზეც რეაგირება პროკურატურას ამ დრომდე უნდა მოეხდინა. ხიდაშელს იმედი აქვს, რომ ამ საქმეებით მთავარი პროკურატურა დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდება და პროცესიც დაჩქარდება.