-
2014-03-07 17:03
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა ჟურნალისტებმა რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ინფორმაცია უხეშად დაამახინჯეს.
"განსაკუთრებით პროვოკაციულად ჟღერს გაჟღერებული თეზისი მოსკოვის მიერ თითქოსდა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ. ეს მაშინ, როდესაც ვიტალი ჩურკინის მედიასთან ურთიერთობის სრული ტექსტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, რუსეთის წარმომადგენლობის საიტზე სრულად არის ხელმისაწვდომი. მსგავსი მეთოდები კატეგორიულად მიუღებელია და ხელს უწყობს კიდევ უფრო შეარყიოს უკრაინის ცალკეულ რეგიონებში არსებული ვითარება", – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან არ აღირებს უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას.