-
2014-03-07 16:49
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. დამტკიცებულ პროექტში განსაზღვრულია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირების, თვითმმართველ თემში - გამგებლის, ხოლო თვითმმართველ ქალაქში - მერის პირდაპირი არჩევის წესი. მათ ოთხი წლის ვადით და 50%-იანი საარჩევნო ბარიერით აირჩევენ.
ამავე ცვლილებებით, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 5-ით იზრდება. შესაბამისად, საკრებულოში პროპორციული წესით 10 წევრის ნაცვლად, ასარჩევი იქნება 15 წევრი. მუნიციპალტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 4%-მდე მცირდება და თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილ საარჩევნო ბარიერს უთანაბრდება.
კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26