-
2014-03-07 16:23
საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი უკრაინელ სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, დიმიტრი ბულატოვმა გაავრცელა.
„ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტისგან უკრაინის პარაოლიმპიური კომიტეტის სახელზე, პოლიტიკისა და სპორტის შეუთავსებლობის შესახებ. ეს განცხადება ეხება გუშინ, ჩვენი სპორტსმენების მიერ უკრაინის დროშის გატანას. სწორედ ამიტომ, ჩვენს სპორტსმენებს დისკვალიფიკაციით ემუქრებიან“, - წერს ბულატოვი.