"მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში"-ნიკა მელია

Image

ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამის, ანზორ მელიას მისამართით გაჟღერებულ  უარყოფით

ინფორმაციებს ეხმიანება:

 

 

 

 

"მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში - გამოთქვა მზადყოფნა ემიგრანტებისთვის დისტანციურად გაეწია კონსულტაცია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ექიმთა შესაბამის სიაში მისმა აღმოჩენამ აღაშფოთა ერთ დროს ღატაკი, სოციალურ შემწეობაზე მყოფი და ახლა უკვე დეკლარირებული მილიონერი, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღესაც ხელისუფლების პარტიული ფუნქციონერი სოსო გოგაშვილი.

ეს აღშფოთება გამოხატა უხამსი გინებითა და 72 წლის ექიმის ტერორისტად გამოცხადებით.

მოკლედ, იოლი მოსათმენი ნამდვილად არაა, როდესაც შენი ოპონენტი საჯაროდ აგინებს შენს მშობელს, აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ექიმია და მზადაა დაეხმაროს ხალხს. რაც მთავარია, აგინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იგი მამაჩემია.

ანზორ მელია არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ამდენად გოგაშვილის „ბირჟავიკული“ ისტერია ვერანაირად ვერ იქნება გამოწვეული უშუალოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებით, გოგაშვილი მას აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემია.

ანზორ მელია ზუსტად იმდენი წელია ექიმია და პაციენტებს ემსახურება, რამდენი წლისაცაა ბატონი გოგაშვილი.

რაც თავი მახსოვს, მამაჩემი არც თავს ეკუთვნოდა, არც ჩვენ, შვილებს, პაციენტებს ეკუთვნოდა და ეკუთვნის

იგი არასოდეს არ ჰყოფდა პაციენტებს არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე ნიშნით და მისთვის დღესაც პაციენტია უმთავრესი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პარტიულ კუთვნილებას.

და მთავარი, მამაჩემი აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იბრძვის ადამიანებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბატონი გოგაშვილისნაირი „ანტიტერორისტები“ უსპობენ.-წერს მელია 

 

 

შეგახსენებთ, ინტერნეტში ვრცელდება სია იმ ექიმებისა, რომლებიც მზად არიან, უფასო კონსულტაცია გაუწიონ ემიგრანტებს, სიაში პირველი წერია, 72 წლის კარდიოლოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ანზორ მელია, რომელიც ასაკის მიუხედავად, მუშაობს და მზად არის სატელეფონო კომუნიკაციაც გასწიოს ემიგრანტებისთვის.

 

რასაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილიგან 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !