
სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მიგზავნიან სიას-ექიმების პირად მონაცემებს, მადლობა, მაგრამ სიაში ვინც პირველი სწერია, იმ დედამოტ@ნულს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?
საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ჰუმანისტი და ფიცის დამცავი საამაყო ექიმი. არ ჩამოვთვლი და ვერც,იმიტომ, რომ საბედნიეროდ ძალიან ბევრნი არიან,(თუმცა, ამ სიას გამოვაქვეყნებ მალე)მათ შორის ჩემი სამეგობროდან….
ხალხო, მეგობრებო, იქამდე, სანამ რამეს გადააგზავნით სხვაგან, წაიკითხეთ მაინც, არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადადაც….
არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ.”
შეგახსენებთ, ინტერნეტში ვრცელდება სია იმ ექიმებისა, რომლებიც მზად არიან, უფასო კონსულტაცია გაუწიონ ემიგრანტებს, სიაში პირველი წერია, 72 წლის კარდიოლოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ანზორ მელია, რომელიც ასაკის მიუხედავად, მუშაობს და მზად არის სატელეფონო კომუნიკაციაც გასწიოს ემიგრანტებისთვის.