
ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ დროისათვის ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის 30 ათასი ჯარისკაცი იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაცია გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ კოვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
კოვალს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის უკრაინელი სამხედროა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგმა მოითხოვა სამხედრო ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება, ეს ყოველივე 7 მარტის 24:00 საათამდე უნდა მოხდეს, თუმცა მისი ბრძანების შესრულება ჯერჯერობით არ ხერხდება.