
კომპანია „ჯეოსელი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც მოყვანილია რამდენიმე ნომერი, საიდანაც შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება, სავარუდოდ, თაღლითური გზით ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას უკავშირდება.
„აბონენტთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მობილურ ტელეფონზე მიიღეთ ტექსტურ შეტყობინებას შემდეგი ნომრებიდან: : +37127918002, +37168918023, +37127918010 ტექსტით “გთხოვთ სასწრაფოდ დაგვიკავშირდეთ“, გთხოვთ თავი შეიკავოთ მითითებულ ნომრებზე დარეკვისაგან“ – ნათქვამია „ჯეოსელის“ განცხადებაში.