-
2020-04-05 12:03
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათთან მყოფი ორსული პაციენტებისა და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია.
"ორსული, რომელიც იყო 22 კვირის, უკვე 23-ე კვირაშია. მისი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება 8 კვირის ორსულ 19 წლის ქალს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ფასდება სტაბილურად", — განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26