-
2020-04-05 11:24
ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კორონავირუსით დღემდე 432 ადამიანი გარდაიცვალა, მათი 81% 60 წელს გადაცილებულია, 79% კი რისკის ჯგუფებში შედიოდა. ინფიცირებულთა 60%-ზე მეტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქები - სან-პაულუ (4 500 ინფიცირებული, 260 გარდაცვლილი) და რიო-დე-ჟანეირო (1 200 ინფიცირებული, 58 გარდაცვლილი) მდებარეობს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30