
უკრაინის ახალი ხელისუფლება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წითელი ცირკულარით ძებნას ითხოვს.
ამის შესახებ მოთხოვნა „ინტერპოლმა“ 5 მარტს მიიღო, ამ დროისათვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს ბრალი ძალაუფლების გადამეტებაში და მკვლელობების ორგანიზებაში ედება.