Forbes: რუსი მილიარდერების „შავი ორშაბათი“ – 9,5 მილიარდით „გაღარიბებული“ ოლიგარქები

Image

1 მარტს რუსეთ–უკრაინის ურთიერთობის გამწვავებაზე, როცა ფედერაციის საბჭომ ვლ. პუტინს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების მანდატი მისცა, საერთაშორისო საფონდო ბაზარმა ორშაბათს, 3 მარტს მოახდინა რეაგირება.

 

როგორც Forbes წერს, ძალის გამოყენების შესაძლებლობამ და დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების რეალურობამ ინვესტორებში ნამდვილი შოკი გამოიწვია.

 

რუსეთის საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 2 ტრილიონი რუბლით „დაჯდა“, ხოლო РТС–ისა (ფინანსური ბაზრის განვითარების არაკომერციული პარტნიორული ორგანიზაცია)  და ММВБ–ს (მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა) ინდექსებმა 10%–ზე მეტით დაიწია.

 

Forbes დაინტერესდა, რა გავლენა მოახდინა „შავმა ორშაბათმა“ მსხვილ ბიზნესზე და გაანალიზა, რა ქონება დაკარგა ამ ერთი დღის განმავლობაში მსოფლიო მილიარდერთა სიაში მყოფმა ოცმა ყველაზე მდიდარმა რუსმა მსხვილმა ბიზნესმენმა.

 

შეფასებისთვის გამოიყენებოდა ბიზნესმენების კუთვნილი იმ კომპანიების აქციების მსხვილი პაკეტები, რომლებიც რუსულ და მსოფლიო საფონდო არენაზე ვაჭრობენ, მაგრამ აქტივები რუსეთის ტერიტორიაზე აქვთ.

 

აქციათა ამ პაკეტების საბაზრო ფასი  პარასკევს, 28 თებერვალს, ვაჭრობის დახურვის შემდეგ 101, 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო „შავმა ორშაბათმა“ ამ ფასიდან 9,5 მილიარდი დოლარი „მოკბიჩა“ და ფასი 92,3 მილიარდ დოლარამდე ჩამოიყვანა.

 

Forbes–მა კონკრეტული მილიარდერების ზარალიც დათვალა. ასე მაგალითად, ლეონიდ მიხელსონმა, რომელიც მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში 57–ე ადგილზეა, 1, 34 მილიარდი დოლარით იზარალა – სწორედ ამდენით შემცირდა მის მფლობელობაში არსებული აქციათა პაკეტის ფასი.

 

სერგეი გალიცკის დანაკარგი 1,29 მილიარდი დოლარია, გენადი ტიმჩენკოს – 1,27 მილიარდი, ვლადიმირ ევტუშენკოვის – 88 მილიონი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !