მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მცხოვრებ კონუნ იუსუბოვასა და ასიფ გარაევის ოჯახს, შვილი კარანტინის რეჟიმის დროს შეეძინათ.
ოჯახს ბავშვი 8 წლის განმავლობაში არ უჩნდებოდა.
ორსულ ქალს საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც იგი
სამშობიარო სახლ „ჰერაში“ გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე
გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.