
ვლადიმირ პუტინის განცხადების შემდეგ, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმში მდგარი სამხედროები რუსი ჯარისკაცები არ არიან, ოკუპანტებში დაბნეულობაა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ერთ–ერთი ბლოკირებული საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროების დაბნეულობით ისარგებლა და უკრაინული სამხედრო ვერტმფრენების ბაზიდან აფრენის ბრძანება გასცა. "ყირიმში ბლოკირებული საკის საავიაციო ბაზიდან უკრაინელი მფრინავები ოკუპანტების ცხვირწინ, მატერიკულ უკრაინაში გადაფრინდნენ", – წერს უკრაინული მედია და ვიდეომასალასაც აქვეყნებს.