-
2014-03-07 08:36
ქერჩში მდებარე სამხედრო ნაწილში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ბლოკირებულია რუსი სამხედროების მიერ, უკრაინელმა საზღვაო ქვეითებმა კონცერტი გამართეს.
როკ–ჯგუფის წევრებმა უკრაინული და რუსული სიმღერები შეასრულეს. ნაწილში მოქმედ ჯგუფს "ჩუჟაია ზემლია" ეწოდება.
როგორც ნაწილის მეთაურმა განაცხადა, "ბიჭებმა კონცერტი საბრძოლო განწყობის ამაღლებისთვის და იმის საჩვენებლად ჩაატარეს, რომ უკრაინის არმია არ ნებდება".
რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც კონცერტი ასევე მოისმინეს, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ რეპერტუარი მოეწონათ.


