
სიმფეროპოლში მომხდარი შემთხვევის შესახებ „ფეისბუქის“ უკრაინელი მომხმარებლები სოციალურ ქსელში, ხოლო ბლოგერები თავიანთ ბლოგებზე წერენ – არაოფიციალური ინფორმაციით, სიმფეროპოლში რუსმა სამხედროებმა ორი გოგო გააუპატიურეს.
ინფორმაცია „ფეისბუქზე“ მომხმარებელმა ვლადიმირ ეისმონტმა გაავრცელა. მან დაწერა, რომ რამდენიმე რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა 15 და 16 წლის გოგოები, რომლებიც მათფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი თავადაც გადაიღეს ფოტოები „გამათავისუფლებლებთან".
„ჯარისკაცებმა ისინი გაიტყუეს და მათზე, უბრალოდ, იძალადეს“, – წერს მომხმარებელი და ინფორმაციის გადამოწმებას სიმფეროპოლში მყოფი ჟურნალისტებისგან ითხოვს, თუმცა, ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
შენიშვნა: ფოტო გადაღებულია სოფელ პერევალნოეს სამხედრო ბაზასთან და არ ასახავს მასალაში მოყვანილ ფაქტს.