
პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაციენტი- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„არის მოლოდინი, რომ შეიძლება მოხდეს შიდა გავრცელების გაზრდა და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება აპრილის ბოლოდან. უკვე პიკს ველოდებით მაისის დასაწყისში და იქნება რამდენიმე ასეული პაცეიენტი. თუ დღესდღებით ჩვენ გვაქვს მატება ათეულობით, აპრილის შუა რიცხვებიდან, თვის ბოლოდან ეს იქნება 50, ან რამდენიმე ასეული ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, თუ ყველა ის ღონისძიება არ ჩატარდა იმ ხარისხით და თანმიმდევრობით, როგორც უნდა ჩატარდეს“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.