
იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მაღალია-წერს გამოცემა
Wall Street Journal
„გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ. მაგრამ არავის ვადანაშაულებ. ხალხი გარდაიცვალა, ისინი არ შეუმოწმებიათ, რადგან დრო და რესურსები შეზღუდულია“, - გამოცემა იტალიის ქალაქ კოკალიოს მერი მოადგილის, ეუგენიო ფოსატის ამ სიტყვებს იშველიებს.
„გარდაცვლილთა უმრავლესობას ტესტი არც ჩაუბარებია, ისინი მოხუცები არიან, მაგრამ ერთდროულად ამდენი ადამიანი ჩვენთან არ კვდება ხოლმე. ეს კორონავირუსია”, – მიიჩნევს ქალაქ ბრეშიას ექიმი
იტალია კორონავირუსისგან გარდაცვალების სტატისტიკით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, აქ ვირუსს 13 155 პაციენტი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 110 574 ადამიანია, 16 847 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.