-
2020-04-02 11:38
ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არავის უნდა ეპატიოს-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ყველამ ერთი რამე უნდა იცოდეს, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი გაფრთხილება: ამ ბრძოლის პროცესში პოლიტიკური პოპულიზმი არის ყველაზე საშიში მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება სრულად შეცვალოს ყველაფერი, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ასეთი გამოწვევის, ასეთი ბრძოლების პირობებში პოლიტიკური პოპულიზმი არის ის, რაც არავის უნდა ეპატიოს, ეს არის ის, რამაც შეიძლება ჩვენ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნას, ამიტომ ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი გულწრფელობა და სამშობლოს სიყვარული, იმედი და რწმენა, რომ ჩვენ ამ ბროძლაში გავიმარჯვებთ.“ - აღნიშნა გახარიამ.