-
2020-04-02 11:27
COVID 19-ის მკურნალობისას ევროპის მედიკამენტების სააგენტო მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს.ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებზეა გაკეთებული. ევროკავშირის დაქვემდებარებაში მომუშავე სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა ისინი მხოლოდ კლინიკური ტესტირების ფარგლებში უნდა გამოიყენონ.
სააგენტოში ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთში მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმატებული გამოყენების შემთხვევების მიუხედავად, მათი ეფექტურობა კლინიკურად დამტკიცებული ჯერჯერობით არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
წყარო იმედინიუსი