-
2020-04-02 11:13
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ ფლობს მონაცემებს , შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ ციფრები.
„მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც მას ჩინეთის მონაცემებთან დაკავშირებით ჰკითხეს.
პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილ, გასაიდუმლოებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია, რომ ჩინეთმა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის მონაცემები გამიზნულად შეამცირა.