-
2020-04-01 21:46
ჩინეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია-ამის შესახებ გამოცემა
Bloomberg წერს.
გამოცემა სამთავრობო წყაროს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ თეთრი სახლისთვის მიწოდებული ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის ხელისუფლებამ შეამცირა ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა.
აღნიშნული ანგარიში გასაიდუმლოებულია და ის ამერიკის მთავრობას ფარულად მიეწოდა.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
წყარო: