
მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ოპერატიულად მოქმედებს იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში.
„ინიციატივა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გახმოვანდა ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარია, პირველ რიგში, ზოგად პარამეტრებზე, ეკონომიკისა და სოციალურ ნაწილში, რა პარამეტრების ფარგლებშია აუცილებელი ჩარევა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის დახმარება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენა, სახელმწიფოსგან მიიღებს. 200 კილოვატი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფარგლებში მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას, მათ სრულად დაუკომპენსირდებათ შესაბამისი ხარჯები და აღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.