-
2020-04-01 19:03
იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბური მეტრისა, სუბსიდიის თანხა პირად ბარათზე აესახებათ- ამის შესახებ ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ავრცელებს.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.
იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“-წერია განცხადებაში.
მანამდე ანალოგიური განცხადება „თბილისი ენერჯიმაც“ გაავრცელა.