
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ის ხალხი, ვინც იძულებულია ყოველდღიურად იმუშაოს ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.
„თუ დავხურავთ ყველაფერს, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად? თითოეულმა ქვეყანამ ამ კითხვას საკუთარი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს. ამ სიტუაციას მხოლოდ ეკონომიკური ზარალის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ. ასევე უნდა დავინახოთ თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ადამიანისთვის. მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ. უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.