-
2020-03-30 21:23
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ზალკალიანი ევროკავშირს მადლობას უხდის- საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხს ტვიტერზე ეხმაურება.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“ - წერს დავით ზალკალიანი.
დღეს პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი გამოაცხადა. კარანტინი ხვალ დილის რვა საათიდან აითვლება, ხოლო კომენდანტის საათი საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26