მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან(ფოტოები)

Image

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

 

 

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი ”წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.  

 

პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

 

“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი აქტივობა ბიზნესთან ერთად. მათ მოჰქონდათ საკვები პროდუქტები ბელიაშვილის #5-ში, სადაც ჩვენ სპორტული დარბაზი გადავაკეთეთ მიმღებ პუნქტად. ”წითელი ჯვრის“ მიერ შედგენილია საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნუსხა, ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის. ეს პროდუქტები გროვდებოდა, შემდეგ კი რიგდებოდა ჩვენი გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ, რომლებიც გადამზადებულები არიან და უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ. დღეს უკვე განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს -  „აგროჰაბთან“ ერთად განვახორციელეთ პირველი პროექტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რიგით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს და შეიძინონ პროდუქტები მათთვის.  სხვა მსხვილმა მარკეტებმაც გამოთქვეს პროექტში ჩართვის  მზადყოფნა, რასაც მივესალმებით, რადგან დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განმარტებით, „აგროჰაბში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები გაუწევენ რეკომენდაციას საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით. 

 

32.jpg

 

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს „აგროჰაბში“, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელიც რეკომენდებულია, რომ მივიდეს ბენეფიციარებთან. ეს აქცია ჩაატარდება საქართველოს მასშტაბით, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის 39-ვე ფილიალი ჩაერთვება“, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

 

 

67.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !