-
2020-03-27 18:56
კრიზისმა აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია, პატიმარი სასამართლოში არ ვატაროთ.ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ისევე როგორც ყველა კრიზისი, ეს კრიზისიც გვაჩვენებს გზებს. ამ გზებზე ალბათ ადრეც გვიფიქრია, მაგრამ ვერ ხერხდებოდა რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრი უწყების ჩართულობა იყო საჭირო. კრიზისმა აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელია, პატიმარი სასამართლოში არ ვატაროთ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ პროკურატურასთან იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა შევინარჩუნოთ ონლაინ მართლმსაჯულება და პატიმარი სასამართლოში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში წარვადგინოთ. ეს იწვევს სახსრების დაზოგვას - არაა საჭირო ესკორტის ოფიცერი, საწვავის ხარჯი იზოგება და მოსამართლე სწრაფად ატარებს პროცესებს ისე, რომ სამჯერ უფრო ნაკლები დრო მიაქვს ერთ პროცესს“, - განაცხადა მინისტრმა.