
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმეს.
სასტუმროს პერსონალს უკვე ჩაუტარდა სპეციალური ტრენინგი. თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომლებიც კარანტინის დროს უნდა დაიცვას.