
ლამაზმანი
Pretty Woman
პირველი ფილმი, რომელიც მომღერალმა გაგვიზიარა მოგვითხრობს ფინანსურ მაგნატზე ედვარდ ლუისსზე, რომელსაც ღამის ქალაქში გზა აებნევა. იგი შემთხვევით ხვდება ლამაზ ქალთან. ვივიანი მეძავია, რომელიც მხოლოდ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში თანხმდება დახმარებაზე. ერთი ღამის შემდეგ ედვარდი ხვდება, რომ ვივიანთან განშორება არ სურს. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ფილმში თავად ნახავთ.
იმერული ესკიზები
რაც შეეხება მეორე ფილმს, ეს უკვდავი ქართული ფილმია, რომელიც იმერული სოფლის ყოფას ასახავს. სიუჟეტი ნოველებისა და მინიატურებისგან შედგება, რომლებსაც ფილმის მთავარი გმირი მარიამი აერთიანებს. მარიამმა შრომაში განვლო წუთისოფელი, შვილები და შვილიშვილები დაზარდა, მშობლიური კერა შეინარჩუნა.
დედინაცვალი
STEPMOM
მესამე ფილმს, რომელიც შემსრულებლის რჩეულია, წლის ანას და ექვსი წლის ბენის ცხოვრებაზეა რომელშიც იზაბელი გაჩნდა, მათი განქორწინებული მამის საცოლე. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი, მათი ნამდვილი დედა, იყენებს თავის ავტორიტეტს და გავლენას, იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას.