-
2020-03-24 14:25
ცხრა დასახელების სასურსათო საქონელზე ფასი არ გაიზრდება, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისი თქმით, საერთო დინამიკას საქართველოს ეროვნული ვალუტაც აჰყვა.
„ლარიც აჰყვა ამ საერთო დინამიკას და როგორც მთელს მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების გაუფასურება იმის გამო, რომ ვაჭრობა, ტურიზმი შეწყდა, ეს აისახა ლარის კურსზეც. რაც შეგვიძლია და ვაკეთებთ კიდეც, ეს არის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის ლარის კურსის გაუფასურების ზემოქმედების შემცირება. იცით, რომ პირველ რიგში, ჩვენ ცხრა დასახელების სასურსათო საქონელი შევარჩიეთ, რომლის ფასების ზრდა გადავაზღვიეთ, არ ხდება და ამას ვამონიტორინგებთ. ამ შემთხვევაში, ამ პროდუქტის ფასებზე ლარის გაუფასურება არ აისახება. ბუნებრივია, არ შეგვიძლია, ამ პროდუქტების დასახელება 100-მდე გავზარდოთ. ეს სერიოზულ რესურსებთან იქნება დაკავშირებული, – განაცხადა ნათია თურნავამ.