
მოათავსეთ რამდენიმე კვერცხის ცილა პატარა ჯამში. წაისვით ის მთელ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. როცა გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვიტამინი A და ვიტამინი B ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და თანდათანობით მოშორებას.
მოწევას თავი დაანებეთ
ყველაზე კარგი მოტივაცია იმ ხალხისთვის, ვისაც ფილტვების სიმსივნე და ინფარქტი არ აშინებთ. თუ თამბაქოს მოწევას გააგრძელებთ, სხეულზე ასაკობრივი ნიშნები ბევრად უფრო ადრე გაგიჩნდებათ. თამბაქოს კვამლი აზიანებს კოლაგენს და ელასტინს – ქსოვილებს, რომლებიც კანს აძლიერებენ და უფრო მოქნილს ხდიან.
ზეითუნის ზეთი კანს სინაზესა და ელასტიურობას უნარჩუნებს. დაძინებამდე წაისვით ხოლმე რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი სახეზე და ნაზად დაიმასაჟეთ. შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ პირსახოცით. მომდევნო დილას ნაზი და ჯანსაღი შესახედაობის კანით გაიღვიძებთ.
ნაკლები რუჯი
მზეზე წოლის ჩვევა და ყავისფერი რუჯის მიღება არა მხოლოდ კანის სიმსივნით გემუქრებათ, არამედ სიბერესაც აჩქარებს. მზისგან დამცავი კრემები გამოიყენეთ, თავის აქსესუარი და მუქი სათვალეები გაიკეთეთ.
დაძინებამდე 1 ლიმონის წვენით დაიმასაჟეთ სახეზე ნაოჭების მიდამოები. ლიმონის მჟავიანობა ნაოჭებს ნაკლებად გამოსაჩენს და კანს უფრო ნათელს ხდის.
უფრო მეტი ანტიოქსიდანტი
ეს ინგრედიენტები თქვენს კანს თავისუფალი რადიკალებისგან დაიცავს. ანტიოქსიდანტების მაღალი რაოდენობით გამოირჩევა კენკრა, წითელი ლობიო, ალუბალი, ქლიავი და ა.შ.
ჩაი ბუნებრივ ტანინს შეიცავს, რომელსაც ძველი თაობის ხალხი და მოდელები თვალების ქვეშ გაჩენილი "ბურთულების" მოსაშორებლად იყენებდნენ. მოათავსეთ 2 ჩაის პაკეტი თბილ წყალში და შემდეგ გასაციებლად ორიოდე წუთით შედეთ მაცივარში. დაიდეთ ერთი პაკეტი ერთ თვალზე 5 წუთის განმავლობაში. შედეგს ნამდვილად იგრძნობთ.