
საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 1 პირს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8 ადამიანი.
მანამდე, დღეს დილით კორონავირუსი ხუთ პირს დაუდასტურდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.