
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, ბენინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა.
ამის შესახებ მან ეროვნული ისაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი, რომ ვირუსის შიდაგადაცემა შევაფერხოთ", — აღნიშნა გახარიამ.