
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები უარყოფითია.
„ჩვენ დღეს ველოდებოდით 10 პაციენტის პასუხებს. 10 პაციენტთან აღებული ნაცხი ტესტირებაზე ყველა მათგანზე უარყოფითია. მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი. ამ 15 პირის პასუხს ხვალ დილით გავიგებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.