დღეს არც მეგობრები მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი - სალომე ზურაბიშვილი(ვიდეო)

Image

"დღეს არც მეგობრები მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი "ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

 

პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც დღეს გამიხსენეთ, გაიხსენეთ ჩემი დაბადების დღე. მართლაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ მდგომარეობაში კიდევ იმის გრძნობა გაქვთ, სხვა ადამიანები გაიხსენოთ, ეს არის ჩვენი სიძლიერე. საერთოდ, დაბადების დღეს ყოველთვის ტრადიციულად ჩემს ქალიშვილთან ერთად აღვნიშნავ. სამწუხაროდ, წელს ის აშშ-შია, ვერ ჩამოდის, მეორე შვილი თეიმურაზი პარიზშია, და ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადაგვეხადა ეს დაბადების დღე, მაგრამ ეს დღევანდელ დღეს ბევრის ხვედრია. ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი ასევე აქ იმყოფება, როცა ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში არიან: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც ძალიან მძიმე პირობებია. ვიცი, ყველანი ფიქრობთ იმ ადამიანებზე და სწუხართ, თუ რა პირობებში არიან. ნაწილი მათგანი ალბათ ჩამოვა. ყველანაირად ვეცდებით, რომ ვისაც ექნება სურვილი, საშუალებაც ჰქონდეს, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ჩვენთვის. მესმის, რომ ეს უნდა გადავიტანოთ. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა დღევანდელ დღეს დისტანციურად.

 

ამ მიმართვით მინდა იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც დაბადების დღეს ვიხდი. უნდა შევიგნოთ, რომ არ არის დრო, არც დაბადების დღის გადახდის, სამწუხაროდ, არც ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ, მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ მათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე.

 

დღეს ნებისმიერი ჩვენთაგანი ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება გადამდები იყოს, შეიძლება ჩვენ ვატარებდეთ ვირუსს. ასე რომ, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მკვიდრია. ჩვენ ყველაზე პასუხისმგებელი ვართ, მეც პირველ რიგში და თქვენც ჩემთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ, მინდა გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ გასავლელი დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ განსაცდელისგან გამოვალთ, თუ პასუხისმგებლობით მოვიქცევით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად. ხვალინდელი დღეზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ეს უნდა შევიგნოთ და ყველამ ერთად ეს ტვირთი ვატაროთ. ძნელია, ალბათ, კიდევ უფრო ძნელი იქნება მომავალ დღეებსა და კვირებში, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ შევძლებთ, რომ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, პასუხისმგებლიანი ერი. მჯერა ჩემი თავის და თქვენი, ამას ერთად შევძლებთ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

 

ვიდეო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !