ვლადიმერ პუტინი: რაც უკრაინაში მოხდა, ხელისუფლების იარაღით დამხობაა

Image

თუ განუკითხაობა იქნება აღმოსავლეთ რეგიონში და ხალხი მიმართავს რუსეთს დახმარების თხოვნით, მოსკოვი იტოვებს უფლებას, ყველა საშუალება გამოიყენოს მოქალაქეების დასაცავად და ამას სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნევს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

 

"რაც შეეხება სამხედრო ძალების შეყვანას და მათ გამოყენებას, ჯერ ამის აუცილებლობა არ არის, თუმცა შესაძლებლობა არსებობს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წვრთნები, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, არანაირად არ არის დაკავშირებული უკრაინის მოვლენებთან. ეს ღონისძიება ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, მართალია, არ გამოცხადებულა არსად. გუშინ გავეცი ბრძანება ყველა სამხედრო შენაერთის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შესახებ. რა შეიძლება გახდეს სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზი? – ეს რა თქმა უნდა, უკიდურესი შემთხვევაში შეიძლება მოხდეს", - განაცხადა პუტინმა.

 მისივე თქმით, რუსეთი სამხედრო ძალას უკრაინაში უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს, რუსეთს აქვს უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნა, სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ უკრაინის მოსახლეობის დასაცავად.

"რა თქმა უნდა, ის რასაც ახლა ვიტყვი, ჩემს კომპეტენციაში არ შედის და არ ვაპირებთ ჩარევას, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ მიგვაჩნია – უკრაინის ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ ქვეყნის ცხოვრებისა და მომავლის გადაწყვეტაში. მათ ადგილზე, ვინც თავს უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიიჩნევს, დავაჩქარებდი შესაბამის პროცედურებს, რადგან მათ არ გააჩნიათ საერთო ნაციონალური მანდატი შიდა და გარე ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე, მითუმეტეს, ქვეყნის მომავალის გადაწყვეტაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის ერთდაერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩია, რადგან უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სამი მეთოდი არსებობს - გარდაცვალება, მისი პირადი განცხადება და იმპიჩმენტი. იმპიჩმენტი გრძელვადიანი პროცედურაა, რომელიც არ გატარებულა.

აქედან გამომდინარე, პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება მიეცეს – ხელისუფლების შეიარაღებული დამხობა.

"ამაზე არავინ დავობს, მაგრამ რატომ გაკეთდა ეს? 21 თებერვალს იანუკოვიჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრების შუამდგომლობით, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაეთანხმა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას – პარლამენტისა და პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს, 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას. ის დათანხმდა, არ გამოეყენებინა ძალა, მაგრამ როგორც კი იანუკოვიჩი ხარკოვში გაემართა, მისი რეზიდენცია დაიკავეს. მას არანაირი შანსი არ ჰქონდა ხელახლად არჩევის. ამაზე ყველა თანხმდება, ყველა ჩემი კოლეგა. რა საჭირო იყო ქვეყანაში იმ ქაოსის შექმნა, რომელშიც ის ახლაა? – ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. საკუთარი ძალის ჩვენება უნდოდათ – ჩემი აზრით, ეს სულელური ქმედებაა. ამ ქმედებებით მათ უკრაინის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი შეარყიეს", - განაცხადა პუტინმა.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !