
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფეციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მას ზედიზედ ორი ტესტით კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა.
გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს ირანიდან შემოვიდა ინფიცირებული.
პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს და ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.