
დავით საყვარელიძე უკრაინაში გენერალური პროკურორის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
საყვარელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას აღნიშნულ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება,
შესაძლოა,ახალ თანამდებობაზეც ვიხილოთ.
ცნობისთვის,დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ. 2016 წელს
ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.