
ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან, ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ეს პირი ქვეყანაში შემოყვანილი იყო ყველა წესის დაცვით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.