საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 427 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 73.