
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო სინოდის სხდომა უნდა შეიკრიბოს და ერთიან პოზიციაზე შეჯერდეს. მისი თქმით, ჯერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს და მდგომარეობა დამაფიქრებელია.
"არის იმის საშუალება მგონი, რომ მღვდელმთავრები შევიკრიბოთ და ერთიანი პოზიცია შევიმუშავოთ, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზე, იმაზე თუ ეკლესიაში რა მოხდება", — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.