-
2020-03-14 14:05
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში საჭირო წყლის რაოდენობის მხოლოდ ერთ მესამედს იღებს.
წყლის საჭირო დღიური რაოდენობა მრავალჯერადი ექსპერიმენტებითაა გამოთვლილი და იგი დაახლოებით 1,5 ლიტრს შეადგენს.
ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანმა იმდენი წყალი უნდა სვას, რამდენსაც ორგანიზმი თხოვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: დღეს ადამიანთა უმრავლესობა მშრალი საკვებით იკვებება და წყლის დეფიციტს მხოლოდ ორგანიზმისთვის არცთუ ისე სასარგებლო გაზიანი ტკბილი სასმელებით, ყავით, ჩაით ან კონსერვანტებიანი წვენებით ივსებს, თუმცა ეს შევსებაც არასრულყოფილია და ბევრი ადამიანის ორგანიზმი წყლის ქრონიკულ შიმშილს განიცდის.

წყლის სმასთან დაკავშირებით,სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ:
1 -სვით დღის განმავლობაში რამდენიმე ჭიქა სასმელი წყალი მცირე ყლუპებით - ამით თქვენს თრკმელებს დიდ დახმარებას გაუწევთ.
2-დალიეთ თითო ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე და დაძინების წინ. -ნუ დალევთ წყალს ჭამის დროს.
-ნუ დალევთ ძალიან ცივ წყალს - იგი ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაძლოა სიმსუქნეც კი გამოიწვიოს.
3-წყლის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის ვისაც გულის ან თირკმელების უკმარისობა აწუხებს.
4-დააკვირდით თირკმელების მუშაობას, მიღებული სითხის ოდენობა გამოყოფილისას არ უნდა აღემატებოდეს.
დადგენილია, რომ მხოლოდ 2 ჭიქა ცივი წყლის დალევით, ორგანიზმში მეტაბოლიზმის სიჩქარე 30%-ით იზრდება.
წყლის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება არის ის, რომ ის იცავს ორგანიზმს გამოფიტვისგან. როდესაც ადამიანი კარგავს წყლის 6-10%-ს, მას ეწყება თავის ტკივილი და კარგავს ლოგიკური აზროვნების უნარს, ამიტომაც გირჩევთ, რომ სვათ რაც შეიძლება მეტი წყალი.