
გაეროში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული
გაეროში ფილიპინების მუდმივი წარმომადგენლობის წევრია.
“დღეს გაეროში ფილიპინების მისიის თანამშრომელმა ინფექციაზე ტესტირება ჩაიტარა, შედეგი კი
დადებითი აღმოჩნდა. ნათქვამია უცხოურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროში ფილიპინების მისიის ოფისი ამის გამო დაიხურა, ხოლო ყველა თანამშრომელი ამ დროისათვის
თვითიზოლაციაშია.