"მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითს, 21 წლის გოგოს დაეჯახა. ინფორმაციას
"ინფორუსთავი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.