-
2020-02-10 18:33
ნატალი აკადემიის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიხსნა საქართველოში ყველაზე დიდი
და მასშტაბური საზოგადოებრივი კოლეჯი.
ის გამორჩეულია, როგორც კომფორტული სასწავლო სივრცეებით, ისე რეკრეაციული ზონებით.
უფრო დაწვრილებით "ნატალი აკადემიის" გრანდიოზულ სიახლეებზე საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერი, ანი ჩერქეზიშვილი გვესაუბრა და აღნიშნა, რომ "ნატალი აკადემია" ,არის
ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მიიღოს სასურველი განათლება.
"ნატალი აკადემია არაერთი წელია რაც მომავალ პროფესიონალებს ეხმარება სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს წამყვანი
პროფესიების დაუფლებაში, მნიშვნელოვანია ის, რომ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, ნებისმიერ მსურველს
(მთავარია 9 კლასი ჰქონდეს დასრულებული) შეუძლია დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ასევე საამაყოა, რომ
არ არსებობს ზედა ასაკობრივი ზღვარი ამ პროფესიების ასათვისებლად, ჩვენ გვყავდა ცალკე ჯგუფი 60+, სადაც
ჩვენი სტუდენტები ეუფლებოდნენ სტილისტიკა და ვიზაჟის პროფესიებს.

ნატალი აკადემიაში გვაქვს სასერთიფიკატო კურსები, რომელთა დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი
სერთიფიკატი, სერთიფიკატის მეშვეობით აკადემიის არაერთი კურსდამთავრებული დღეს ევროპის, და არა
მხოლოდ ევროპის, მრავალ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს სალონებში, კლინიკებსა თუ სპა ცენტრებში, სასერთიფიკატო
კურსებთან მიმართებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სტანდარტული კურსებისა, ნატალი აკადემია უზრუნველყოფს
ექსპრესკურსებს მათთვის, ვინც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოდის, დროშია შეზღუდული და სურს, რომ პროფესიას
მცირე დროში დაეუფლოს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები,
რომელიც განსაკუთრებით საჭიროა უკვე პროფესიონალი სპეციალისტებისთვის, რომელთაც საკუთარი პორტფელის
გამდიდრება სურთ და პროფესიის დამატება გადაწყვიტეს, ამრიგად გვყავს ხოლმე არაერთი კოსმეტოლოგი, რომელიც
დამატებით პერმანენტული მაკიაჟის კურსს გადის ან სტილისტი, რომელიც სალონის მაკიაჟის კურსს იმატებს.

რაც შეეხება სადიპლომო პროგრამებს, დიდი სიამაყით გვსურს გაცნობოთ, რომ გარდა სასერთიფიკატო
კურსებისა „ნატალი აკადემია“ უკვე სახელმწიფო დიპლომებს გასცემს სილამაზისა და ესთეტიკის სფეროს
4 წამყვან პროფესიაში: სპა და კოსმეტოლოგია, სტილისტიკა, ფრჩხილის მომსახურება და ვიზაჟი. სწავლება 4ვე
პროფესიის შემთხვევაში 10 თვიანია და გარდა პროფესიული საგნებისა, სტუდენტები სწავლობენ ინგლისურს,
მარკეტინგს, კომპიუტერებს, კომუნიკაციას და ა.შ. სადიპლომო პროგრამა იდეალური არჩევანია მისთვის,
ვისაც სამომავლოდ საკუთარი ბიზნესის ქონა აქვს დაგეგმილი და ამისთვის პროფესიული ცოდნის გარდა სხვადასხვა
უნარების შეძენას გეგმავს.
აკადემიის თითოუელი სტუდენტი ნებისმიერი კურსის ფარგლებში, სულერთია ეს იქნება სასერთიფიკატო თუ
სადიპლომო, ძალიან საფუძვლიან ცოდნას იძენს, რომელიც წარმოდგენილია, როგორც თეორიული , ისე პრაქტიკული
მეცადინეობით.
პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ საშუალება სტაჟირება გაიარონ ნატალი აკადემიის
სტუდია-სალონში, რომლის მიზანია არამხოლოდ პროფესიულად დახელოვნება, არამედ სპეციალისტებისთვის
მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურის დასწავლა.
ნატალი აკადემია ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს არის ადგილი, სადაც საუკეთესოები ხდებიან, აქ მიღებულ განათლებას
არ აქვს არც ას აკობრივი, არც გენდერული და არც გეოგრაფიული შეზღუდვა, რადგან სწორად მიღებული განათლება
ნებისმიერ კარს ხსნის."


ასე რომ , "ნატალი ჯგუფი" აკადემიაში სწავლის მსურველებს 25 წლიან გამოცდილებას სიამოვნებით
გაგიზიარებთ.

ვიდეო