თბილისში, ავჭალაში, ბარალეთის ქუჩაზე მოსახლეობა უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟს აპროტესტებს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სპეცტექნიკის საშუალებით ერთი სახლის დემონტაჟი განახორციელა,
რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ნაწილი აცხადებს, თბილისის მერიიდან ისინი
სამი დღის წინ გააფრთხილეს, რათა უკანონო შენობების დემონტაჟი თავად განეხორციელებინათ.


ფოტოები: 1tv.ge