-
2020-02-10 09:54
ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში „ოსკარის“ დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“/ Parasite
გახდა. ეს პირველი არაინგლისურენოვანი ფილმია, რომელმაც აღნიშულ ნომინაციაში გაიმარჯვა.
რეჟისორ ბონგ ჯუნ-ჰოს ფილმი გვიამბობს ოჯახზე, რომელიც სარდაფში ცხოვრობს და არსებობს პიცის გადასატანი
ყუთების შეგროვების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა უფროსი ვაჟი ინგლისური ენის მასწავლებლად
იწყებს მუშაობას ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით. აქ
მოაფიქრდება მას გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.
ამავე ფილმს ერგო ასევე „ოსკარები“ ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.
ასევე, „ოსკარები“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში:
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ხოაკინ ფენიქსი ფილმისთის „ჯოკერი“/Joker;
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“/Judy;
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ბრედ პიტი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood;
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“/Marriage Story;