-
2020-01-02 22:46
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილს ოჯახის წევრები ეძებენ.
ის სახლიდან 2 იანვარს, დილით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა.
როგორც ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თამთა მკურნალობას გადის და ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
"თამთა საშინაო ფორმაში, ხალათში და სახლის ჩუსტებით გავიდა ქუჩაში და მას შემდეგ, მისი ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. მას ასევე, ეძებს პოლიცია. მოქალაქეებს ვთხოვთ გამოიჩინონ გულისხმიერება. თუ ვინმემ იცის თამთას ადგილსამყოფელის შესახებ, ან ქუჩაში დაინახეს, აუცილებლად დაუკავშირდნენ მის ოჯახს", - აცხადებს ქეთი სესიაშვილი და ტელეფონის ნომრებს აქვეყნებს: 592 777 311, 555534241, 568031111"